Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფაკულტეტის პროფესორთა კიდევ ერთი წარმატება

აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ფარგლებში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის

- გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებულ პროფესორ ნატალია ხარაძეს,

- ტურიზმისა და მასპინძლობის  მენეჯმენტის კათედრის  ასოცირებულ პროფესორ ნანა კაციტაძეს და

- გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასისტენტ პროფესორ დეა ფირცხალაიშვილს

საერთაშორისო რეცენზირებად და მაღალ იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებისათვის გადაეცათ ფულადი ჯილდო.

 

სტატია „თბილისის მერიის ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებულთა კმაყოფილებაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა“ (Study of the factors influencing the satisfaction of employees in the territorial units of the Tbilisi city hall) გამოქვეყნდა SCOPUS-  ის  და  Web  of  Science  -ის  ბაზებში  ინდექსირებულ ჟურნალში „ACCESS: წვდომა მეცნიერებაზე, ბიზნესზე, ინოვაციაზე ციფრულ ეკონომიკაში“ (ACCESS: Access to science, business, innovation in digital economy).